პრიგოჟინის ამბოხი იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და NATO არ იღებდნენ მონაწილეობას - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაურის ამბოხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, რომელშიც აშშ და ნატო არ იღებდნენ მონაწილეობას.

"იმის დადგენა, თუ საით მიდის სიტუაცია რუსეთში, ჯერ ნაადრევია. პრიგოჟინის ამბოხი და შემდგომი მსვლელობა იყო შიდა ბრძოლა რუსეთის სისტემაში, აშშ და NATO არ იღებდნენ მონაწილეობას ამ მოვლენებში. მე დავავალე უსაფრთხოების ჯგუფს მოეცათ სიტუაციის განვითარების შესახებ მოხსენებები ყოველ საათში ერთხელ და დავავალე მომზადება მოსალოდნელი სცენარებისთვის. კოორდინაციაში ვიყავით მთავარ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. გვინდა ვთქვათ მკაფიოდ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსეთის შიდა სისტემის ბრძოლაში," - განაცხადა ბაიდენმა.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები იძიებენ, ითამაშეს თუ არა როლი დასავლურმა ჯაშუშურმა სააგენტოებმა სამხედრო ამბოხებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი