ქვეყნის მართვა ქურდული სამყაროს დახმარებით - "ოცნების" გარიგება კანონიერ ქურდებთან

გამოქვეყნდა:

კონტრაქტი "ქართულ ოცნებასა" და კრიმინალურ სამყაროს შორის 2012 წელს მაშინ დაიდო, როდესაც ციხეებში ავტორიტეტებისგან მკაფიო მოთხოვნა შევიდა. პატიმრებს ბიძინა ივანიშვილის სახელი ხმამაღლა აძახებინეს. გაფორმდა შეთანხმება და წლების გამნავლობაში, ივანიშვილის პარტია სწორედ ქურდული სამყაროს დახმარებით მართავს ქვეყანას. თუმცა სანაცვლოდ კრიმინალებისთვის დათმობა ხელისუფლებას ძვირი უჯდება. პირველი ვალდებულება ციხის კარების გახსნა იყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" წამარტებით
შეასრულა. ათასობით მძიმე დანაშაულში მხილებული პატიმარი სატუსაღოებიდან გამოუშვეს და მოსახლეობას გაზრდილ კრიმინალთან შეგუებაც მოსთხოვეს.

კრიმინალის უკონტროლო ზრდა მალევე დაიწყო. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ ეს საკუთარ თავზე იგრძნო. ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობები და გაუხსნელი დანაშაულებები იყო შედეგი იმ შეთანხმებისა, რაც "ქართულ ოცნებასა" და ქურდულ სამყაროს შორის დაიდო. 

კრიმინალი თავს, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მართლაც არაჩვეულებრივად გრძნობს და დანაშაულის სიმძიმეც სულ უფრო მატულობს. შავი სამყაროსგან დავალებული "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი რეაგირებას ვერ ახდენს. 

რაც უფრო ხშირად მიმართავდა "ქართული ოცნება" დახმარებისთვის ქურდულ სამყაროს, მით მეტად იზრდებოდა ვალდებულებები. კრიმინალური სამყაროს მოედანზე თამაშის წესები აირია. ეგრეთ წოდებული ქურდების გაზრდილმა მადამ, ბიზნეს წილებისა და გავლენების მოპოვების საქმეში ბიძინა ივანიშვილი გააღიზიანა. 

ოლიგარქმა ისიც დაინახა, რომ არჩევნების მიმდინარეობაზე კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა არც თუ ისე დიდი იყო. ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყო რეპრესიები. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და მათ ოჯახის წევრებს შეუთვალეს, რომ საქართველო დაეტოვებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატიმროში აღმოჩნდებოდნენ.

"მთავარს" წყარო უყვება, რომ გზავნილი კანონიერი ქურდის, კახა შუშანაშვილის შვილმაც მიიღო. მართალია ოჯახი არ ადასტურებს, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გელა შუშანაშვილმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა. 

საქართველოდან წასვლაზე უარი თქვა კანონიერი ქურდის, რომან ბარბაქაძის იგივე "რემენას" ძმამ. რომელიც ჭიათურაში ცხოვრობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ ის ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით მეგობრებთან ერთად დააკავეს და ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში ელოდება. 

ხელისუფლების წყალობა დაკარგა ზუგდიდის ახლადდანიშნულმა მაყურებელმა ბადრი ფიფიამაც. "მთავარის" ინფორმაციით, ქვეყნის დატოვებაზე მანაც უარი თქვა და მოულოდნელად ზუგდიდის ცენტრში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებით დაიჭირეს. ფიფიას მეუღლე დარწმუნებულია, რომ მის მეუღლეს ნარკოტიკები ჩაუდეს. 

რა პროცესები მიმდინარეობს ქურდულ სამყაროსა და ხალისუფლებას შორის? ადამიანები, რომლებიც ამ თემებზე ბევრს მუშაობენ, დარწმუნებულები არიან რომ ბიძინა ივანიშვილმა ტაქტიკა შეცვალა. და კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას ქუჩის ეგრეთწოდებულ შპანასთან დამეგობრება არჩია, რომლებსაც აქტიურად იყენებს ბოლო პერიოდში. ამ შემთხვევაში ვალდებულებები ნაკლებია. სულ მცირე ნარკოტიკის დოზა ან ფული საკმარისია იმისათვის, რომ ამ კატეგორიამ არჩევნების დღეს უბნებთან იმორიგეოს.

მართალია, ამ ზავის შემდეგ ქუჩებში უკონტროლო სროლისა და ტეხასური გარჩევების ფაქტები მოიმატებს, თუმცა ამაზე ხელისუფლება თვალის დახუჭვას წარმატებით ახერხებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი