პოლონეთს NATO-ს ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობა სურს

გამოქვეყნდა:

პოლონეთს NATO-ს ბირთვული გაზიარების პროგრამაში მონაწილეობა სურს, რაც რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის (TNW) განლაგების საპასუხო ნაბიჯია. 

„იმის გამო, რომ რუსეთი გეგმავს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას, ჩვენ მივმართავთ ნატოს, მონაწილეობა მიიღოს ბირთვული გაზიარების პროგრამაში“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

NATO-ს ბირთვული გაცვლის პროგრამა გულისხმობს ბირთვული ქობინის მიეწოდებას იმ წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღი. პროგრამა ალიანსის ბირთვული შეკავების პოლიტიკის ნაწილია. 2019 წლის ნოემბრიდან, გაცვლის ფარგლებში, აშშ-ის ბირთვული იარაღი განლაგებულია ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და თურქეთის ტერიტორიაზე.

16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ბელარუსს პირველი ბირთვული იარაღი მიაწოდა. მანამდე პუტინმა აღნიშნა რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი