რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს. კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად, პირველი რეისი მოსკოვსა და ქუთაისს შორის 10 ივლისს შესრულდება. ბილეთის ღირებულება 237 დოლარია.
შეგახსენებთ, რომ Red Wings-ს ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი ჰყავდა შეყვანილი. ავიაკომპანია უკრაინას სანქცირებული ჰყავს. ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.
Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო. ავიაკომპანია რეისებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის გამო ვერ იწყებდა.