რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) 14 პირი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის მოქალაქე, ყინულის ჰოკეის მოთამაშეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპორტსმენის დაკავება გააპროტესტა.
"მოვითხოვთ,რუსულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდოს ამომწურავი ახსნა-განმარტებები", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯაშუშური ჯგუფი მოსკოვმა გამოიყენა სადაზვერვო საქმიანობის ჩასატარებლად, მათ შორის რკინიგზის მონიტორინგისთვის, ასევე პოლონეთისა და ნატოს სამხედრო ალიანსის წინააღმდეგ პროპაგანდის გასავრცელებლად. ხელისუფლება ასევე ამტკიცებს, რომ რგოლი ამზადებდა დივერსიულ მოქმედებებს რუსეთის დაზვერვის დაკვეთით.
პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირეა, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ასევე იფარებს და ეხმარება მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს.