"რუსეთი ტექნიკურად მზადაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების პროვოცირება მოახდინოს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტი მოაწყოს. ეს ვარაუდი პრეზიდენტმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრისას გამოთქვა.

''დიდი ხანია ვამბობდით, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე. იმიტომ, რომ რუსეთი ტექნიკურად მზადაა ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების პროვოცირება მოახდინოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰაერში საშიში ნივთიერებების გაშვება. ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ. განვიხილავთ ამ ყველაფერს ჩვენ პარტნიორებთან, რათა ყველამ გაიგოს, რატომ აკეთებს ამას რუსეთი და უნდა განხორციელდეს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის ფედერაციზე, რათა მათ არც იფიქრონ ასეთ რამეზე'' - განაცხადა ზელენსკიმ 

როგორც უკრაინის პირველი პირი განმარტავს, ეს შესაძლო აფეთქება რუსეთმა, მთელი წლის განმავლობაში ბრძოლის ველზე გამოჩენილი სისუსტის გადასაფარად შეიძლება ჩაიდინოს. ამის ნათელი მაგალითია კახოვკას ჰესზე მომხდარი აფეთქება, რომელიც რუსეთმა განახორციელა. 

ზელენსკი ასევე დასძენს, რომ რუსებს შესწევთ ატომურ სადგურზე ასაფეთქებელი მოწყოილობების დაყენების შესაძლებლობა და კახოვკის კაშხლის მსგავსად, ამ ტერაქტის მართვა  შესაძლოა დისტანციურად მოხდეს. 

''იმიტომ, რომ შეიძლება გამოიყენონ დისტანციური ნაღმები და შემდეგ თქვან, რომ ოკუპანტების კონტროლ ქვეშ ყველაფერი კარგად იყო ამიტომ ახლა არის მნიშვნელოვანი მომენტი ამ სადგურის გასათავისუფლებლად'', - აცხადებს ზელენსკი. 

შეგახსენებთ, სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ოკუპანტებმა ზაპოროჟიე და მისი სატელიტი ქალაქი ენერგორდარი დაიპყრეს.  მას შემდეგ მათ ატომურ ელექტრო სადგურზე სრული კონტროლი აქვთ და სტრატეგიული ობიექტი რუსების ნაწილმა მხოლოდ 30 ივნისს დატოვა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი