ბელორუსში არჩევნების დასკვნითი ტური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი ტური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ხმის მიცემის დროს მინსკიმ პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი უკვე დააკავა. მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს ოპოზიცია და მთვრობას ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს.

არჩევნებში გამოკვეთილი კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია არიან.

4-დან 8 აგვისტომდე ქვეყანაში ხმის წინასწარი მიცემის პროცესი მიმდინარეობდა. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ პროცესში მონაწილეობა ამომრჩეველთა 41.7%-მა მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი