გერმანიის ქალაქ შტუტგარდში 8 აგვისტოს მოქალაქეებმა კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინე ზომები გააპროტესტეს. საპროტესტო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა და ხელისუფლება მოქალაქეების უფლებების დარღევაში დაადანაშულა. აქციის მონაწილეები მარიას მოედანზე შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრისკენ მსვლელობა მოეწყო.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტსტო ტალღა არ შეწყდება, სანამ მთავრობა საკარანტინო ზომებს არ გააუქმებს.
პირველი აქცია საკარანტინო შეზღუდვების წინააღმდეგ ბერლინში 1 აგვისტოს გაიმართა. ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დღის ბოლოს პოლიციამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დემონსტრანტებს არ ეკეთათ პირბადეები და არც სოციალურ დისტანციას იცავდნენ. აქციის დაშლის დროს 45 სამართალდამცველი დაზარალდა, დააკავეს სულ 133 ადამიანი.
მომდევნო აქცია დორტმუნდში, 9 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი.
9 აგვისტოს მონაცემებით, გერმანიაში კოვიდინფიცირების სულ 216 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 197 ათასზე მეტი ადამიანი, 9 621 პაციენტი კი გარდაიცვლა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 20 მილიონს უახლოვდება.