აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას რუსეთი, ჩინეთი და ირანი ცდილობენ - აშშ-ის კონტრდაზვერვა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის კონტრდაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ - ამის შესახებ აშშ-ის კონტრდაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა უილიამ ევანინამ ისაუბრა.

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლისთვის რამდენიმე სახელმწიფო "გავლენის ფარულ და ღია მეთოდებს" იყენებს.

უილიამ ევანინას თქმით, რუსეთს ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა სურს, ჩინეთს კი პირიქით, ტრამპის გაპრეზიდენტებაში ხელის შეშლა უნდა. ირანს კი,  აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრეზიდენტისადმი ნდობის შერყევა აქვს გეგმად

რუსეთი:

"ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი იყენებს რიგ ზომებს, რათა ყოფილ ვიცე-პრემიერს ცილი დასწამოს, ისინი ჯო ბაიდენში ანტი-რუსულ ისტებლიშმენტს ხედავენ, რაც თანხვედრაშია მოსკოვის გაცხადებულ კრიტიკასთან ბაიდენთან მიმართებაში;  ეს იმ დროიდან, როცა ბაიდენი ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა და როცა, მათ ჰქონდათ თავის გაცხადებული პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში და გამოხატული განწყობა რუსეთში ანტი-პუტინისტური ოპოზიციისადმი. ამასთან, პროკრემლისტური აქტორები ცდილობენ წაახალისონ პრეზიდენტი ტრამპის კანდიდატურა, როგორც სოციალური მედიის ასევე რუსული ტელევიზიების გამოყენებით"

ირანი

"ირანი ცდილობს შეარყიოს ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტები, პრეზიდენტი ტრამპი და დაყოს ქვეყანა 2020 წლის არჩევნებამდე. ირანი შეეცდები თავისი ეს  გავლენა ონლაინ სივრცეში გადაიტანოს, გაავრცელოს დეზინფორმაცია და ანტი-ამერიკული კონტენტი სოციალურ მედიაში. თიერანის მოტივაცია, მოიქცეს ასე,  ნაწილობრივ ნაკარნახებია იმით, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადარჩევის შემთხვევაში გაიზრდება შტატების წნეხი ირანზე, შეიცვალოს რეჟიმი."

ჩინეთი 

"მიგვაჩნია, რომ ჩინეთი ამჯობინებს პრეზიდენტი ტრამპი არ იქნეს არჩეული ხელმეორედ -ბეიჯინგი   მას არაპროგნოზირებადად აღიქვამს. ჩინეთი თავის გავლენას ავრცობს, რათა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს იმ პოლიტიკურ ფიგურებზე, რომლებსაც  ჩინეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ აღიქვამს."

უილიამ ევანინას მტკიცებით, სახელმწიფოები შეეცდებიან აშშ-ის საარჩევნო ინფრასტრუქტურის კომპრომენტირებას ხმის მიცემის პროცესში ჩარევით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოტაცებით თუ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებით. 

შეგახსენებთ, ამ არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტს რესპუბლიკური პარტიიდან დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი