ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენელი გვეუბნება, ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები მათთან შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრებს ეუბნებიან, რომ ყურადღება არ მიაქციონ ევროპარლამენტარებს და რომ მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. 

კობახიძემ თქვა, რომ ვერ დაასახელებს კონკრეტულად გააკეთა აღნიშნული განცხადება, რადგან დახურული შეხვედრის დეტალებს გარეთ ვერ გამოიტანს.

"ჩვენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როდესაც გვხვდებიან ჩვენ ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს. ჩვენი პასუხი ამაზე რა არის, რომ ხალხს აუხსენით მაშინ. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელი. [სახელსა და გვარს] ვერ ვიტყვი დახურულ შეხვედრებზე რაზეც არის საუბარი. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზე. პირდაპირ, ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. დახურული შეხვედრაა ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ მაგას ვერ იტყვიან, გამოდის, რომ როგორც თქვენ თქვით, ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებენ უპატივცემულობას", - თქვა კობახიძემ. 

მისი თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, ევროპული საბჭო და არა ევროპარლამენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი