
მაგნიტკსის სიის ავტორი, ბოლ ბროუდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
ბროუდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი მაგნიტსკის სანქციებს უნდა დაექვემდებაროს.
"საქართველოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არის ადამიანის უფლებების შოკისმომგვრელი დარღვევა და პასუხისმგებელი პირები უნდა დაექვემდებარონ მაგნიტსკის სანქციებს ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ მაგნიტსკის კანონმდებლობა", - წერს ბროუდერი.
ცნობისთვის, 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები და ხელისუფლების კრიტიკა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, მან მოითხოვა, რომ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ.