ღარიბაშვილის გამოსვლაში, იგრძნობოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას NATO-ს წევრობის არ სჯერა -ასე ეხმიანება, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს პრემიერმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაადანაშაულა უკრაინაში, რუსული აგრესიის დაწყებაში.
შეკითხვაზე, ნატოსკენ მიმავალ გზაზე რატომ დაშორდნენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ, როგორც ჩანს, „საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა ნატოში გაწევრიანების დიდად არ სჯერა“.
"Globasec-ის კონფერენციაზე (ბრატისლავა, 2023 წლის მაისი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ნატო არის დამნაშავე უკრაინის ომში, თუმცა ეს თავდაცვითი ალიანსია. ნატოს არაფერი გაუკეთებია. უკრაინას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მასზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება მოეხდინა. პროგოჟინმაც კი თქვა, რომ ეს მცდარი ნარატივია, ღარიბაშვილი კი ისე მკაფიოდ ამბობდა ამას თავის გამოსვლაში, რომ იგრძნობოდა, მათ NATO-ს წევრობის არ სჯერათ.'' - განაცხადა კაია კალასმა
კაია კალასის თქმით, ევროპაში არსებული „რუხი ზონები“ კონფლიქტებისა და ომების წყაროა და ამ რეგიონების ნატოში გაწევრიანება გააქრობდა ასეთ ზონებს.
კალასმა ერთ-ერთ ასეთ ზონად საქართველო დაასახელა. ამასთან, საქართველოზე საუბრისას მან თქვა, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თბილისისგან რეფორმების გატარებას მოელიან.