ჩვენი დაზვერვით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის სახურავებზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობს.

"ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია სადგურზე ოკუპანტების ქმედებებზე" - აცხადებს ზელენსკი

მისი თქმით, რუსეთს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო ხედავს რა სცენარისთვის ემზადებიან ტერორისტები და მზადაა რეაგირებისთვის.

"ჩვენი დაზვერვით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რამდენიმე ელექტროსადგურის სახურავზე რუსმა სამხედროებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები განათავსეს. ალბათ სადგურზე ზემოქმედების სიმულაციისთვის. იქნებ სხვა სცენარი აქვთ" ამბობს ზელენსკი. 

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო თავად რუსეთია და სხვა არავინ.

ზელენსკის თქმით, კახოვკას ჰესის ტერაქტს  დროული და მასშტაბური რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც შესაძლოა შთააგონოს კრემლი ახალი ბოროტებისკენ - "მისი შეჩერება მსოფლიოში ყველას მოვალეობაა. რადიაცია ყველას შეეხება“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციებზე ემანუელ მაკრონიც გააფრთხილა.

შეგახსენებთ,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განცხადება გაავრცელა, სადაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე იტყობინება.

 

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი