თურქეთს შეეკითხეთ - გაიაშვილი ოკუპანტი ქვეყნისთვის ტრანზიტული ფრენების დაწყებაზე კითხვაზე

გამოქვეყნდა:

"თათბირზე ვარ. კარგით, თურქეთს შეეკითხეთ" - ასე პასუხობს Georgian Airways-ის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი "მთავარი არხის" კითხვას, ოკუპანტი ქვეყნისთვის ტრანზიტული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით. 

დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 ივლისიდან Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, ტრანზიტული ფრენის ბილეთის ფასი, დაახლოებით, $535 დოლარია.

მათივე ცნობით, საქართველოს ავიახაზები ნიცას გარდა, ტრანზიტულ ფრენებს ახორციელებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.

ინფორმაცია ნიცაში ტრანზიტული ფრენების დაწყების შესახებ Georgian Airways-ის ვებსაიტზეც განახლდა.

ცნობისთვის,  Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი ცოტა ხნის წინ უკრაინამ დაასანქცირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი