Georgian Airways თბილისის გავლით მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ რეისებს იწყებს - TASS

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს.

ფრენები დღეს, 5 ივლისს დაიწყება და იგი კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. 

როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, ტრანზიტული ფრენის ბილეთის ფასი, დაახლოებით, $535 დოლარია.

მათივე ცნობით, საქართველოს ავიახაზები ნიცას გარდა, ტრანზიტულ ფრენებს ახორციელებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.

ინფორმაცია ნიცაში ტრანზიტული ფრენების დაწყების შესახებ Georgian Airways-ის ვებსაიტზეც განახლდა. როგორც საიტზე ვხედავთ, შემდეგი ფრენა 8 ივლისს არის დაგეგმილი და ბილეთის ფასი $828,80 დოლარიდან იწყება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ დაასანქცირა. საჰაერო კომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი