სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში რუსეთი არ არის მოხსენიებული, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო.
ამასთან ერთად, დოკუმენტის გასაჯაროებული ნაწილი "ქართული ოცნების" პროპაგანდას იმეორებს. ანგარიშში ხშირად არის ნახსენები ე.წ რადიკალური ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ ოპერირებენ, თუმცა, უწყება არ აკონკრეტებს თუ ვის გულისხმობს რადიკალურ ძალებში.
დოკუმენტში რამდენიმე თავი ეთმობა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში პრობლემა არ ყოფილა და იგი ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციული ძალების მიერ მოგონილი დეზინფორმაციაა, რომელიც არ დასტურდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ უწყებამ 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა აღკვეთა, თუმცა არ აკონკრეტებს ვინ იყო აღნიშნული პირი, ან ვინ გეგმავდა მასზე თავდასხმას.
ანგარიში სუს-მა ხვალ, 8 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარადგინოს. პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უპასუხებს.