საგარეჯოში, ჟურნალისტებზე თავდასხმაში საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ - "ოცნების" ზონდერების სია

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში ჟურნალისტებსა და ენმ-ის წევრებზე თავდამსხმელები ადგილობრივი საჯარო მოხელეები არიან. ყველა მათგანი საკრებულოს წევრია, ხოლო ერთ-ერთი საგარეჯოს მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსია. არსებული ცნობებით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ:

  • ვანო ბეჟიაშვილი - "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე;
  • გიორგი მამისაშვილი- საკრებულოს წევრი;
  • ლექსო იოსელიანი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ვეფხია უსტიაშვილი - საკრებულოს წევრი;
  • გიორგი ქურდოვანიძე - მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი; [სია არასრულია].

შეგახსენებთ, საგარეჯოში ენმ პენსიონერებთან შეხვედრას გეგმავდა, შეხვედრის დაწყებამდე კი ადგილზე "ოცნების" პარტაქტივი მიიჭრა. ისროდნენ ქვებს, ძალადობდნენ ფიზიკურად და ტრადიციულად, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ. მოძალადეების ნასროლი ქვა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ია გულიაშვილს მოხვდა. დაზიანდა კამერაც. 

სამართალდამცველები ადგილზე დაგვიანებით გამოჩნდნენ, თუმცა კახეთის პოლიციის ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე ამტკიცებს, რომ შეტყობინების შესვლიდან 3 წუთში უკვე იქ იყვენ და "სიტუაცია განმუხტეს".

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი