რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ვარდებით არ შეხვდებოდნენ - მაჭარაშვილი საგარეჯოში მომხდარ ძალადობაზე

გამოქვეყნდა:

"ხალხის ძალის" წევრი და პარლამენტში მმართველი გუნდის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასა და ძალადობას ამართლებს. ის ამბობს, რომ ზოგადად ძალადობას გმობს, მაგრამ მისი აზრით, გასაკვირი არაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ვარდებით არ დახვდნენ. 

მისივე თქმით, გასაკვირი არაა "საზოგადოების რეაქციები".

"საზოგადოების რეაქცია რაც არის, ამას ყველა ხედავს. ძალადობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან ჩვენ ვგმობთ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ ის რეაქციები, რაც არის საზოგადოებაში, როცა ჩადიხარ ასეთი, რომ იტყვიან კრიმინალური წარსულის მქონე პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე, რომელსაც აღებული აქვს თავის თავზე უამრავი დანაშაული და ამავდროულად ბოდიში არ აქვს მოხდილი არავისთან. რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეხვდება.

[ახლა თქვენ არ ახალისებთ ძალადობას?] როგორ ვახალისებ, ძალადობას არ ვამბობ, ძალადობა სხვა რამეა, ძალადობას მე ვგმობ, მაგრამ ის, რომ პროტესტი გამოხატოს საზოგადოებამ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ეს მათი უფლებაა", - ამბობს მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, საგარეჯოში ენმ პენსიონერებთან შეხვედრას გეგმავდა, შეხვედრის დაწყებამდე კი ადგილზე "ოცნების" მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები მიიჭრნენ. მათ შეხვედრაზე მისულებს ქვები და ბოთლები ესროლეს, იყო ფიზიკური დაპირისპირება. ქვა მოხვდა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ია გულიაშვილსაც, დაზიანებულია კამერა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი