პუტინის ახალი პროვოკაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში - ბელარუსში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, 33 რუსი სპეცრაზმელი დააკავეს, რომელიც კრემლმა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად ჩაიყვანა.
სპეცრაზმელები მეძავებმა აღმოაჩინეს. მათ არ გამოეპარათ, რომ სასტუმროში 30-ზე მეტი დაკუნთული კაცი მივიდა, რომლებიც არც მათ და არც არაყს გაკარებიან. მეძავებს ეს საეჭვოდ მოეჩვენათ და სამართალდამცველებს შეატყობინეს.
რაც შეეხება არჩევნებს. პროცესი ისე ჩატარდა, რომ 1994 წლიდან უცვლელი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი ციხეში ზის და მის ნაცვლად მისმა ცოლმა იყარა კენჭი. დაკავებულები არიან სხვა ოპოზიციური ლიდერებიც. წინასაარჩევნო პერიოდში საპროტესტო აქციების დროს ათასამდე მოქალაქე და უცხოური მედიის 50-ზე მეტი თანამშრომელიც დააპატიმრეს.
დღევანდელი არჩევნების შემდეგ პროტესტი თუ მთელს ქვეყანას არ მოედება, ოპოზიციას მოუწევს იმავე ბელორუსში ცხოვრება, რომელშიც 1994 წლიდან ცხოვრობს. მთავარ კანდიდატს კი, სვეტლანა ტიხონოვსკაიას, ამანათის ტარება ქმრისთვის, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე დაიჭირეს, რათა კენჭი არ ეყარა
ოპოზიციას ლუკაშენკოს წინააღმდეგ არასდროს არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ ოდესღაც ლექსიკა მაინც უფრო გაბედული ჰქონდა. აი, 1996 წელს ქვეყნისთვისაც და პრეზიდენტისთვისაც კონკრეტულ მიმართულებებს ირჩევდა.
მგელია-მგელიასავით წლების განმავლობაში მაიდან-მაიდნის ძახილმა ლუკაშენკოს სიტყვას ფასი კი დაუკარგა, მაგრამ მის ფობიას ახლა, მგონი მიზეზი გაუჩნდა. კონკრეტული სახელები, გვარები, ჟეტონები პირადი ნომრებითა და სისხლის ჯგუფით, რომელთაც კრემლის დაქირავებული არმია - ვაგნერის ჯგუფი გასცემს. 2 კვირის წინ ბელორუსული კგბ-ს სპეცრაზმმა რუსეთის 33 მოქალაქე დააკავა და ეს არჩევნების მთავარ ინტრიგად იქცა
ყველა რუსულმა სამთავრობო მედიამ შენიშნა და განგებ გაუსვა ხაზი - 24 ივნისის აღლუმზე პუტინმა დემონსტრაციულად არ ჩამოართვა ხელი ლუკაშენკოს შვილს, კოლიას, რომელიც მამას ჩემოდანივით სულ თან დაჰყავს. ეს ნიშნავდა, რომ ყაენი მამაზე ბრაზობს. ახლა კი, როდესაც ბელორუსის კგბ-მ დააკავა პუტინის პირადი მეგობრის, პრიგოჟინის 33 ტერორისტი, გასაგები გახდა - ყაენი ლუკაშენკოზე არა მხოლოდ ბრაზობს, არამედ პირდაპირ მტრობს. აგვისტოში რომ აგრესიის გამწვავებები აქვს, ხომ ისედაც ვიცოდით.
წლები გავა და მსოფლიოს ყველა სპეცსამსახური ამ შემთხვევას სახელმძღვანელოებში ცალკე თავს დაუთმობს როგორც მაგალითს, რომ შეიძლება წლების განმავლობაში ამზადო ტერორისტები, მისცე დავალება, აღჭურვო, შეუქმნა ლეგენდა, ისინი კი ჩვეულებრივმა ბოზებმა ამოიცნონ.
ზუსტად ეს დაემართათ ვაგნერელებს ბელორუსში - უშიშროებას მიმართეს იმ სანატორიუმის შტატიანმა მეძავებმა, სადაც ჯგუფი ცხოვრობდა. ამდენი ჯანღონიანი ჯეელი ჩამოვიდა, მაგრამ არც ჩვენ გვაქცევს ყურადღებას და არც არაყს სვამს, მხოლოდ ვარჯიშობსო და მიხედეთო.
26-წლიანი მმართველობის შემდეგ რთულია, ოპოზიცია დასავლეთთან დაახლოების განზრახვაში დაარწმუნო. იმან ზუსტად იცის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, არაფერი გაინტერესებს. და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოკვეთილი ლიდერი დაუპატიმრე, აქვს გეგმები, რა გაააკეთოს შედეგების გამოცხადების წამიდან.
რას ემყარება ოპოზიციის იმედი, რომ ლუკაშენკოს ფორმიანები დ უფორმოები არ ეყოფა, უცნობია. თავად ლუკაშენკოს კი იმედი კი სრულად ეყრდნობა ომონს, მილიციას, კგბ-ს. ამ დღეებში განსაკუთრებით მოუხშირა გარნიზონებში სიარულს და სამხედრო რეზერვისტთა მობილიზაციაც კი გამოაცხადა.
ქართული მიწების ოკუპაცია გახდა საბოლოო წერტილი, სადაც ლუკაშენკოსა და პუტინს შორის დაპირისპირება აშკარა გახდა. იმ დღიდან მოყოლებული ყველა ქართულმა ხელისუფლებამ სცადა, მადლიერება გამოეხატა.
ალალი იყოს. ლუკაშენკოს პუტინთან დაპირისპირებაშიც საკუთარი გზა აქვს. არა და არ გამართლდა ოპტიმისტების მოლოდინი, რომ ეს წინააღმდეგობა და დასავლეთთან ფრთხილი კონტაქტები მას ცოტა გამოადემოკრატებდა. ავტორიტარად მაინც რჩება, თუმცა იქნებ ვერ შენიშნეთ - უკვე წლებია, აღარავინ უწოდებს ევროპის უკანასკნელ დიქტატორს, რადგან ყველამ ისწავლა, კონტინენტის უკანასკნელი და უმთავრესი დიქტატორი, ავტორიტარი და ტირანი ვინცაა და ისიც ყველას ესმის, რომ ბელორუსი ბატკას მოცილებით, ჰააგის ციხისა თუ ისტორიის სანეხვის რიგში ერთადერთი ხუილო დარჩება.