მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი გარე ჩარევის გარეშე - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის მოელის რომ ვილნიუსის სამიტის შეხვედრაზე მხარეები კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს ისეთი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიც საქართველოა, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს. 

როგორც სტოლტენბერგმა თქვა, პარტნიორები დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, უცხო ჩარევის გარეშე, აირჩიოს მისი მომავალი საგარეო პოლიტიკაში.

"ჩვენი გზავნილი დიდი ხანია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა იმ პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის ჩარევისგან და ზეწოლისგან. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

მოკავშირეები, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები [რომლებიც] ჰყავს საქართველოში, რომელიც იქ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არიან წარმოდგენილები, ასევე დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და მილიტარიზაცია", - თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უნდა ვაღიაროთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთგულებაში. 

შეგახსენებთ, რომ NATO-ს პარტნიორი ქვეყნების 2023 წლის სამიტი 11 ივლისს ქალაქ ვილნიუსში დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი