ეგზიტპოლებით ლუკაშენკო 79.7%-ით ლიდერობს - ბელარუსში ხმებს ითვლიან

გამოქვეყნდა:

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79.7 %-ის მხარდაჭერა აქვს. მის მთავარ მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი 6.8 %.

საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიკეტა. ამ დროისათვის კომისიის წევრები ხმებს ითვლიან

ბელარუსის ​საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობდა

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატია. ის პოლიტიკურად მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მისი ქმარი, პოპულარული ოპოზიციონერი ბლოგერი, სერგეი ტიხანოვსკი დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი