მინსკში დაპირისპირებაა-მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

მინსკის ცენტრში გამოსვლებია. ხალხი ქალაქის მთავარ მოედანზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც და დაშავებულებიც. 

გამოსვლები დედაქალაქის გარდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქშიც მიმდინარეობს. პოლიციამ ბრესტში მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იმარჯვებს. ეგზიტპოლების შედეგებით, ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა მისცა ხმა, ხოლო მის მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 6,8%-მა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი