მედია: რუსეთში, ФСБ-ს, ტაქსების მონაცემთა ბაზებზე 24-საათიანი წვდომა ექნება

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ახალი კანონის მიხედვით, ФСБ-ს ტაქსების მონაცემთა ბაზაზე 24-საათიანი წვდომის უფლება ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Meduza ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ФСБ-ს) რეესტრში დარეგისტრირებული ტაქსების მონაცემთა ბაზებზე 24-საათიანი დისტანციური წვდომის საშუალებას მისცემს.

ის ტაქსები კი, რომლებიც რეესტრში რეგისტრირებულები არ არიან, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულები იქნებიან, ФСБ-ს ინფორმაცია 10 დღის, გადაუდებელ შემთხვევაში კი სამი დღის ვადაში მიაწოდონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი