გურიაში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილმა კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მაინცდამაინც მძიმე მდგომარეობა ამ კუთხით არ არის.

პრეზიდენტი გვირჩევს, ვიმოგზაუროთ მსოფლიოში და ვნახავთ, რომ მდგომარეობა საქართველოში ისეთი არ არის, როგორც ეს ტელევიზიებიდან ჩანს.

„მე ვიტყოდი, რომ ჯერ ერთი, მე სხვაგანაც მიცხოვრია და ვიცი, ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ, ყველგან ხდება და ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენი და არაფერი აქ ისეთი არ ხდება, რაც სხვაგან არ ხდება, დამიჯერეთ, ან იარეთ მსოფლიოში და თვითონ ნახავთ. კრიმინალური მდგომარეობა საქართველოში არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიებს უნდათ, რომ აჩვენონ და ის არის ძალიან მძიმე, როდესაც ქვეყანაში ტელევიზიებიდან გვესმის მხოლოდ ეს დილიდან საღამომდე. მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ახალგაზრდებზე, მათ ფსიქიკაზე. ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა არის, როდესაც ადამიანებს ვაცხოვრებთ ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში. ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს შევხედოთ ცოტა დისტანციაზე, არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ არც მონსტრად უნდა გავხადოთ, რაც ამ ქვეყანაში არ არის“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი