თავხედური ტყუილია - ბაჩიაშვილის ადვოკატი ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის უცხოელი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას "თავხედურ ტყუილს" უწოდებს.

როგორც ამსტერდამი წერს, ახლა ივანიშვილი ღიად იღებს პასუხისმგებლობა ამ ბრალდებებზე და ეს მის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას ხაზს უსვამს.

"ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თემო წიქვაძე ფეისბუქზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს ესხმის თავს. ის, რასაც წიქვაძე ამტკიცებს, თავხედური ტყუილია.

თავად შეხედეთ საჩივარს და ნახავთ სესხის ხელშეკრულებას, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ამ ყალბი საქმის მთელ წინაპირობას. საერთაშორისო სამართლის 40-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, ვერ ვიხსენებ, რომ საქმე აღძრულიყო მსგავსი არარსებული მიზეზებით. ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის. ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად იღებს ამ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას და როდესაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე მთლიანად მის მიერ არის განპირობებული და არ არის დაფუძნებული რაიმე რეალურ გამოძიებაზე, ეს ხაზს უსვამს მის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას და ბიძინას გადაწყვეტილებას გამოიყენოს სახელმწიფო, რათა შელახოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის კარგი რეპუტაცია. ეს ცრუ ბრალდებები ვერაფერს მოიტანს და ჩვენ ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად", - წერს რობერტ ამსტერდამი.

ცნობისთვის, ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ დღეს საქმესთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის გამოძიების მიღმა ივანიშვილის პოლიტიკურ მოტივაციას უარყოფდა

ადვოკატი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ბაჩიაშვილმა "მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო თავისი ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი