"ეს არის ბანდიტური ქმედება, რასაც ივანიშვილი ახორციელებს და ალბათ ამის მიზანია, ბიზნეს საზოგადოებაში ხალხი დააშინოს" | ბაჩიაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ჩემმა კლიენტმა მოახდინა თანხის ინვესტირება რისკიან საქმეში და ის არ იყო დამოკიდებული ივანიშვილზე. ყველა ბრალდება არის უსაფუძვლო", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი საუბრობს. 

მისი თქმით, ბაჩიაშვილზე მათ არანაირი სამხილი არ აქვთ ეს არის ბანდიტური ქმედება, რასაც ივანიშვილი ბიზნეს საზოგადოებაში ხალხის დაშინებისთვის აკეთებს.  

"გულწრფელად გეტყვით, რომ ვერც კი ვიჯერებ, თუ ეს ყველაფერი მართლა ხდება. ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად სუსტია მათი ბრალდება. ფაქტების მხრივ ეს არის სრული ფაბრიკაცია. გარდა ამისა, საჯაროდ არის ცნობილი, რომ ჩემმა კლიენტმა მოახდინა თანხის ინვესტირება რისკიან საქმეში და ის არ იყო დამოკიდებული ივანიშვილზე. ასე რომ, ძალიან დაბნეული ვარ და არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. ყველა ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მათ არანაირი სამხილი არა აქვთ და არაფერი ახალი არ უთქვამთ.

რაც შეეხება მტკვარი ჰესის საქმეს, ამას საბჭოთა კავშირის დროს ეძახდნენ "ბრალდებების მიყრას". ეს ნიშნავს, რომ თუ არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ერთი ბრალდება იმუშავებდა, მეორეს ყოველი შემთხვევისთვის ამატებდნენ. ბრეჟნევის დროს იყო ასეთი პრაქტიკა. ამ ჰიდროელექტროსადგურის საქმე არის აბსურდი, ნული, აბსოლუტური სისულელე. ივანიშვილმა ყოველთვის იცოდა იმ ტექნიკური პრობლემების შესახებ, რომლებიც იქ იყო და ამ პრობლემებს ჩემს კლიენტთან არანაირი კავშირი არა აქვს. 

მე ვფიქრობ, ივანიშვილი ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაშია. ჩემი აზრით, ჩემს კლიენტზე განხორციელებული შეტევა მისი სისუსტის მაჩვენებელია და არა სიძლიერის. ასე რომ, ყველაფერი გამოჩნდება. სიტუაცია ივანიშვილის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ეს არის ბანდიტური ქმედება, რასაც ის ახორციელებს და ალბათ ამის მიზანია, რომ ბიზნეს საზოგადოებაში ხალხი დააშინოს. მე ვფიქრობ, შედეგი სრულიად საპირისპირო იქნება იმისა, რასაც ის ელის და ის მიხვდება, რომ მისი ძალა განუსაზღვრელი არ არის" - ამბობს რობერტ ამსტერდამი.

შეგახსენებთ, სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. პროკურატურა 3 მილიონს ითხოვდა.

ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

თავად ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს. შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს ჩაინიშნა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი