"გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე" | გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ბერბელ ბასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე. გარდა ამისა, ბერბელ ბასმა აღნიშნა, რომ გერმანიასა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში და პარლამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ.

"ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში „ჯიაიზეტთან“ ერთად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას. რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან", - თქვა ბერბელ ბასმა. 
[საზოგადოებრივი მაუწყებელი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი