NATO-სა და ევროკავშირის გაფართოების ფონზე, საქართველო კვლავ თამაშგარე ვითარებაშია. მაშინ, როდესაც ვილნიუსის სამიტი ახალ წევრებთან მნიშვნელოვანი დაახლოების ფორუმი უნდა გახდეს, ოფიციალური თბილისი შეკრებაზე არა ქვეყნის პირველი პირით, არამედ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრით იქნება წარმოდგენილი.
ანალიტიკოსები თბილისში მოელიან, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პასიურობის ფონზე ვილნიუსში საქართველო ვერაფერს მიიღებს სხვა პარტნიორებისგან განსხვავებით. თუმცა "ქართული ოცნება" ბრალდებებს კვლავ თავს არიდებს. უფრო მეტიც - ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს, პროდასავლური პოლიტიკის ჩავარდნაში ოპოზიციას და ოპოზიციის გავლენის ქვეშ მოქცეულ მოკავშირეებს ადანაშაულებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი