მიითვისა თუ არა ივანიშვილის მილიონები გიორგი ბაჩიაშვილმა | რას დავობს ოლიგარქი

გამოქვეყნდა:

მიითვისა თუ არა ბიძინა ივანიშვილის მილიონები გიორგი ბაჩიაშვილმა? პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეში აგროვებს მტკიცებულებებს. საგამოძიებო უწყება სწავლობს დოკუმენტებს მტკვარი ჰესის პროექტის შესახებ, სადაც კრიპტო ვალუტის 40 მილიონიან ბრალდებასთან შედარებით გაცილებით დიდ თანხაზეა საუბარი.

თანაინვესტირების ფონდი ამ საქმეში საჯაროდ გამოდის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ და თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ სავარაუდო ზარალმა შესაძლოა 100 მილიონ დოლარს მიაღწიოს. დაპირისპირება გრძელდება მხარეების ადვოკატებს შორისაც. ბაჩიაშვილის უფლებადამცველები ამ საქმეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის სირცხვილს უწოდებენ, თუმცა ოლიგარქის იურისტები პოლიტიკურ დევნას სრულად გამორიცხავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი