ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება. "მთავარი არხის" დამფუძნებელი 11-12 ივლისს ევროპარლამენტარებს შეხვდება.

11 ივლისს შეხვედრა გაიმართება ანდრიუს კუბილიუსთან, მირიამ ლექსმანთან, ვიოლა ფონ კრამონთან, მარკეტა გრეგოროვასა და ანნა ფოტიგასთან. 

12 ივლისს კი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის ორგანიზებით, ევროდეპუტატები ნიკა გვარამიასთან ერთად საჯარო დისკუსიას გამართავენ. შეხვედრაზე ნიკა გვარამია საკუთარი პოლიტიკური პატიმრობის, ასევე ქართული დემოკრატიის უკუსვლისა და ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს. დისკუსიის შემდეგ დაგეგმილია საერთო პრესკონფერენციის გამართვაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი