ხელისუფლება კახელებს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა, მივხვდით, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, 2012 წლამდე ხელისუფლება კახელებს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა, მაშინ "ყველა მიხვდა", რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ეს სიტყვები მან "ქართული ოცნებიდან" კახეთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის დროს თქვა.

2012 წელსაც, როდესაც უსამართლობამ, ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ ყველა წყობიდან გამოიყვანა, როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და როდესაც კახელს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა. მაშინ ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა. ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან და რეგიონებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, - თქვა კახი კალაძემ. 

კალაძის თქმით, კახელები მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს წურავენ, რომლითაც ყველა ამაყობს. მისი თქმით, კახეთი იქნება კიდევ უფრო მდიდარი, ძლიერი და ლაღი მხარე.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დღეს, 10 აგვისტოს კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიძე წარადგინა.

20 ივლისს  "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი