ომის და სისხლის ფასად შანსი არ გვჭირდება - ქადაგიშვილის რუსული ტყუილი NATO-ზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო NATO-სა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, "ობიექტური მონაცემებით," ლიდერი სახელმწიფოა. თუმცა, მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინისა და საქართველოს მიღებისთვის მზად არაა.

ქადაგიშვილი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვა იყო. მისი მტკიცებით, საქართველოს "ომისა და სისხლის ფასად" ასეთი შანსი არ სჭირდება.

"ჯერჯერობით NATO არ არის მზად არც უკრაინის NATO-ში მიღებისა და არც საქართველოს NATO-ში მიღებისათვის. გახსოვთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ფაქტობრივი ულტიმატუმი წააყენა, როდესაც თქვა, რომ თუ NATO-ში მიღების კონკრეტული გეგმა არ იქნება უკრაინის მიმართ გაცხადებული მე ამ სამიტს არ დავესწრებიო...

პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ რეფორმები ტარდება და საქართველო რეფორმების კუთხით, NATO-სთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ყველა ობიექტური მონაცემებით, ყველა ობიექტური შეფასებით არის ლიდერი სახელმწიფო. ომი უკრაინაში დაწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსეთისთვის იყო უკრაინის სწრაფვა NATO-საკენ...

თუ ჩვენთანაც იქნებოდა ის მდგომარეობა, რაც უკრაინაში არის დღეს, მაშინ ჩვენც მოგვცემდნენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, პრეფერენციებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ამის ფასად? მე მგონი არა...ერთი რამე გავიგოთ რა, რომ ომის და სისხლის ფასად ესეთი შანსი არ გვჭირდება," - აცხადებს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი იმართება. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკრაინისთვის პოზიტიური მესიჯები ექნებათ. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, გაწევრიანების ორნაბიჯიანი პროცესი ერთნაბიჯიანი გახდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 10 ივლისს განაცხადა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღების შესახებ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი