უკრაინაის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ნატოს მოკავშირეებმა მიეაღწიეს შეთანხმებას უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღების შესახებ. კულება მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ქვეყნის გზას ნატოში გაწევრიანებაზე.
"ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატოსკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს", - წერს კულება.
ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც განხილივის თემა იქნება უკრაინის ალიანსში შესვლის საკითხი.