"უკრაინისთვის გვექნება კარგი და პოზიტიური მესიჯი... NATO-ს კარი არის ღია" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის კარი ღიაა და მათ უკრაინისთვის პოზიტიური მესიჯები ექნებათ. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის გაწევრიანების 2-ნაბიჯიანი პროცესი ერთნაბიჯიანი გახდება. თუმცა, ახლა საჭიროა უკრაინას ყველა საჭირო იარაღი მიაწოდონ, რათა რუსეთის აგრესია შეაკავონ.

"ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამიტის დროს გვექნება ერთიანობა და ძლიერი მესიჯი უკრაინისთვის. მე წარმოვადგინე პაკეტი ოსლოში გამართულ საგარეო საქმეთა არაფორმალურ მინისტერიალზე. ის შედგება სამი ელემენტისგან. ერთი არის ის, რომ უნდა გვქონდეს პროგრამა პრაქტიკული დახმარების შესახებ, რათა უზრუნველვყოთ ურთიერთქმედება უკრაინულ ძალებსა და NATO-ს ძალებს შორის, რაც უკრაინას ალიანსთან დააახლოვებს. მეორე ელემენტი არის NATO - უკრაინის საბჭოს ჩამოყალიბება კონსულტაციებისა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად. და მესამე, ეს არის წევრობის სამოქმედო გეგმის აუცილებლობის გაუქმება უკრაინისთვის, რაც გაწევრიანების 2-ნაბიჯიან პროცესს ერთნაბიჯიანად აქცევს.

ახლა ჩვენ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ უკრაინისთვის გვექნება კარგი და პოზიტიური მესიჯი, როდესაც ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამიტზე ძლიერი და პოზიტიური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. NATO-ს კარი არის ღია, რაც მტკიცდება შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიღებით. და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო მკაფიოდ, რომ მხოლოდ ალიანსისა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი. ახლა ყველაზე მთავარია, რომ უკრაინა გადარჩეს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან თუ ასე არ მოხდა, მისი წევრობა ყველანაირ აზრს კარგავს. ამიტომ, ახლა საჭიროა, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველა საჭირო იარაღი, რათა მან გაათავისუფლოს ტერიტორიები და შეაკავოს რუსეთის აგრესია," - ამბობს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც განხილივის თემა იქნება უკრაინის ალიანსში შესვლის საკითხი. სამიტში მონაწილეოაბს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი