სიცხადე, მონდომება და სიმტკიცე არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მუდმივი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერზე და უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას აზიარებს, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს აკრიტიკებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსის სამიტისგან მეტ სიცხადესა და კონკრეტიკას ითხოვს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ზელენსკი სამიტზე დასასწრებად ლიეტუვის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.