"რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს, დაიწყო ომი უკრაინაში... დროა, ეს პარადიგმა შეიცვალოს", - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე საუბრობს.
...რუსეთმა უყოყმანოდ აიღო ინიციატივა საქართველოში შეჭრით 2008 წელს, მოახდინა ყირიმის ანექსია, ვითარების დესტაბილიზაცია დონბასში და შემდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო უკრაინაში. დროა, ეს პარადიგმა შეიცვალოს. არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპაში, სანამ უკრაინის მომავალი არ განისაზღვრება. მკაფიო გზა NATO-ს წევრობისკენ არის ის, რაც უკრაინის მიმართ გვმართებს, - აცხადებს ნაუსედა.