"ძალიან საინტერესოა ნიკა გვარამიასთან შეხვედრა და იმის მოსმენა, როგორ ხედავს ის საქართველოს მომავალს" | მარკეტა გრეგოროვა

გამოქვეყნდა:

"ძალიან საინტერესოა ნიკასთან შეხვედრა და მოსმენა იმის, თუ როგორ ხედავს ის საქართველოს მომავალს", - ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროდეპუტატმა მარკეტა გრეგოროვამ "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის წინ ისაუბრა.

მართლაც სასიამოვნოა ნიკა გვარამიას ხილვა იმ კამპანიის შემდეგ, რომელიც ვაწარმოეთ, იმ რეზოლუციების შემდეგ, რომლებიც მივიღეთ. ქალბატონ პრეზიდენტის მიერ მის შეწყალებას ძალიან დადებითად შეხვდა ყველა და ჩვენთვის ახლა ძალიან საინტერესოა ნიკასთან შეხვედრა და მოსმენა იმისა, თუ როგორ ხედავს ის საქართველოს მომავალს. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივებს, ახლა ყველაფერი დამოოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შესრულდება 12 რეკომენდაცია. მე ვიცი, რომ არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი რადგან 12-დან მხოლოდ ნახევარია შესრულებული და ისიც სანახევროდ, - ამბობს მარკეტა გრეგოროვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი