"ნიკა გვარამია მედიის თავისუფლების სიმბოლოა... მისი ანალიზის მოსმენა ძალიან საინტერესო იქნება" | პეტრას აუსტრევიჩუსი

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამია არის მედიის თავისუფლების სიმბოლო, თავისუფლება კი დემოკრატიის მთავარი კრიტერიუმია. ვერცერთი ქვეყნისთვის ვერ გაიხსნება ევროკავშირის კარი, თუ დემოკრატიულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში, "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის წინ განაცხადა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა ნიკა გვარამიას ვუმასპინძლოთ ევროპარლამენტში. ჩვენ გვქონდა საჯარო გამოსვლები მის მხარდასაჭერად და მივიღეთ რეზოლუციები, რომელშიც ის იყო ნახსენები. ნიკა გვარამია არის მედიის თავისუფლების სიმბოლო, თავისუფლება კი დემოკრატიის მთავარი კრიტერიუმია. ვერცერთი ქვეყნისთვის ვერ გაიხსნება ევროკავშირის კარი, თუ დემოკრატიულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს და ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, არამედ იმისთვის, რომ ის ქვეყნის მოსახლეობისთვისაა კარგი. ასე, რომ ძალიან სასიამოვნოა ნიკას აქ ხილვა, სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტმა ის გაათავისუფლა. ჩვენ ახლა გვჭირდება გამოსავალი და ნიკას ანალიზის მოსმენა ძალიან საინტერესო იქნება" - ამბობს  პეტრას აუსტრევიჩიუსი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი