''ქართული ოცნების" ყველა შეთავაზება ლანძღვა და შეთქმულების თეორიაა'' | ჰამილტონი

გამოქვეყნდა:

''საქართველოს მაშინდელ მთავრობას ჰქონდა ასეთი კეთილშობილური მისწრაფებები თავისი ქვეყნის მიმართ, როგორც მის ხალხს და მეგობრებს საერთაშორისო დონეზე, სამაგიეროდ, "ქართული ოცნების" ყველა შეთავაზება ლანძღვა და შეთქმულების თეორიაა'', - ასე ეხმაურება ბრიტანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დენიელ ჰამილტონი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის ლუკ კოფის "ტვიტს" MAP-ის პროცედურის გაუქმების შესახებ, რომელმაც დაწერა:

''შეიმუშავეთ და შესთავაზეთ უკრაინას ახალი სამოქმედო გეგმა, შეცვალოს მოძველებული წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). ასპირანტი ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ გაწევრიანება, NATO-ს სჭირდება მიდგომის შეცვლა. ცივი ომის დასრულების შემდეგ, MAP-ის პროცესი კარგად მუშაობდა NATO-ს გაფართოების ადრეულ ეტაპებზე. პირველ რიგში იმიტომ რომ ასპირანტ ქვეყნებს ჰქონდათ შედარებით პირდაპირი, გეოპოლიტიკური გარემოებები. თუმცა, დარჩენილი ქვეყნები, რომლებსაც გაწევრიანების იმედი აქვთ, ძალიან განსხვავებულ გარემოებებს აწყდებიან და საჭიროებენ უფრო მეტად სპეციფიურ მიდგომას. მაშინ MAP დაინერგა, როგორც ტექნიკური გზა, ასპირანტი ქვეყნის ალიანსში მოსაყვანად. ზოგიერთი წევრები ახლაც იყენებენ მას, როგორც გაფართოების შეჩერების ტექნიკურ საშუალებას. ასე რომ, NATO-მ უნდა გააუქმოს მოძველებული MAP-ის პროცესი და შეიმუშავოს უკრაინისთვის მორგებული სამოქმედო გეგმა", - დაწერა ლუკ კოფიმ.

შეგახსენებთ, დღეს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი MAP-ის გარეშე მიიღებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი