"ევროპული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად "გირჩის" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს.
"ევროპული საქართველო" მას დავუჭერთ მხარს, და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე სხვა პარტიებთან კონსულტაციები, ვინც იყვენენ ამ შეთანხმების მონაწილეა, დასრულდება ასევე საყოველთაო მხარდაჭერით ზურა ჯაფარიძის. რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკის და ჯაფარიძეს შორის დაპირისპირება - ეს არის საბჭოთა საქართველოს და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება, - თქვა გიგა ბოკერიამ.
ჯაფარიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამაც, რომელმაც განაცხადა, რომ პარტია მზადაა ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად დესოვიეტიზაციის პროცესში ჩაერთოს.
ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარად კენჭისყრას თბილისის ფარგლებში აპირებდა და თავის დროს ვაკის ოლქში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს ელენე ხოშტარიას დაუჭირა მხარი და დღესაც ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩება. იგი იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატიც იქნება.
გადავწყვიტე გირჩის სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დავდგე. კონსულტაციები მქონდა რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერთან, ზოგადი განწყობა იყო პოზიტიური ჩემი კანდიდატურის მიმართ და იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური განწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში და იმედი მაქვს, რომ ვიქნები ერთიანი ოპოზიციის კანდიდატიც, - თქვა ჯაფარიძემ.
"გირჩის" ლიდერმა დიდუბე-ჩუღურეთში თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ დღეს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა განცხადება.
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გია ვოლსკის გარდა, მაჟორიტარობა მოძრაობა „ხალხისათვის“ დამფუძნებელ ანა დოლიძესაც სურს. მათ, სავარაუდოდ, "ლელო საქართველოდან" დავით უსუფაშვილი შეურთდება.
"გირჩი" საკუთარ მაჟორიტარებს 22 შეუთანხმებელ ოლქშიც წარადგენს, ამის შესახებ პარტიამ 4 აგვისტოს განაცხადა. ისინი მაჟორიტარობის კანდიდატებს საკუთარ აქტიურ წევრებში ეძებდნენ, რისთვისაც პორტალზე girchi.com სპეციალური ბმული ჰქონდათ გამოქვეყნებული.
"გირჩმა" გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა.
პარტიამ თავისი პროპორციული საპარლამენტო სია, რომლის პირველი ნომერიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა 31 ივლისს, შიდა პრაიმერისის გზით გამოავლინა.
"გირჩმა" პროპორციული სიის ჩამოყალიბების საშუალება მისცა მის გულშემატკივრებს საკუთარი პორტალ girchi.com პლატფორმაზე. პარტიის მომხრეები გირჩის შექმნილი ელექტრონული ვალუტის GeD (Georgia Dollar) მეშვეობით ბოლო კვირების განმავლობაში აძლევდნენ ხმას თავიანთ ფავორიტ პოლიტიკოსებს. ეს არის მომხრეების მიერ საპარლამენტო სიის ფორმირების პირველი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა სექტემბრამდეა, ეს არის სიმბოლური თარიღი, 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.
რამდენიმე კვირის წინ "გირჩმა" გამოაცხადა ავტომანქან "ტესლას" გათამაშება არჩევნებში მონაწილე თითოეული მოქალაქისთვის. ამომრჩევლებს "ტესლას" მოგება შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მივლენ საარჩევნო უბანზე, ნებისმიერ კანდიდატს შემოხაზავენ და ფოტო მტკიცებულებით დაადასტურებენ არჩევანის გაკეთების ფაქტს. ავტომანქანებს "გირჩი" საპარლამენტო დაფინანსებით შეიძენს, "ტესლები" ოთხი წლის განმავლობაში გათამაშდება
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: