ნიკა გვარამიას გათავისუფლება თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა, ქართველი ხალხისა და ჩვენი, ვინც იმავეს EU-დან ვცდილობდით - ლექსმანი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ქართველი ხალხისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი გამარჯვებაა. მისი თქმით, ნიკა გვარამია ხელს შეუწყობს ხალხს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

"ვფიქრობ ნიკას გათავისუფლება თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა - საქართველოში იმ ხალხის, რომელიც ამისთვის იბრძოდა, აქ კი ჩვენი, ვინც იმავეს ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდან ვცდილობდით. მინდა დარწმუნებით ვუთხრა ყველას, რომ ახლა როცა ნიკა თავისუფალია და მას მიეცა საშუალება დაბრუნებოდა თავის საქმეს, ის დაეხმარება საზოგადოებას, ხელს შეუწყობს ხალხს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, და ამის შდეგად ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მთავრობაზე, რათა ნაბიჯი გადადგან ევროპისკენ, რაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის", - ამბობს ლექსმანი.

ცნობისთვის, სტრასბურგში ვიზიტის პირველი დღე ნიკა გვარამიასთან ევროპარლამენტის  პოლიტიკური  ჯგუფების შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაში თითქმის ყველა მძლავრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოგვიანებით ევროდეპუტატებმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ვახშამზეც მიიწვიეს მეუღლესთან, სოფო ლილუაშვილთან ერთად, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ნიკას პოლიტიკური პატიმრობის საქმეზე დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი