სრული აბსურდია - დარახველიძე თანამშრომლის განცხადებაზე, რომელმაც შსს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ამხილა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, გოგა რაზმაძის ბრალდებები აბსურდია. რაზმაძემ სამინისტრო დისკრიმინაციულ, დამამცირებენ მოპყრობასა და ცენზურაში ამხილა. 

ის წერდა, რომ ჰქონდა რეაქცია უკუსვლებზე და მოსაზრებას აფიქსირებდა დეპარტამენტის მოადგილეებთან, უფროსთან, მინისტრის მოადგილესთანაც, რის გამოც დაექვემდებარა დისკრიმინაციას, აღარ რთავდნენ დეპარტამენტის ტრენინგებში, თათბირებში და შეხვედრებში. მას ეჭვი აქვს, რომ დეპარტამენტში აუდიტის ჩატარების მიზანი რეორგანიზაციაა. 

"გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი 5 წელია რაც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორცაა გაერო, ევროკავშირი და ასე შემდეგ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა, რა მდგომარეობაა დეპარტამენტში, სად არის ძლიერი და სუსტი მხარეები, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა. მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი რაღაც დისკომფორტს უქმნის და ცოტა გაუგებარია ჩემთვის, როდესაც ადამიანი, თუ მუშაობ, თუ ყველაფერს კარგად აკეთებ, რა პრობლემაა ეს ყველაფერი კვალიფიცირდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომუშავე დეპარტამენტმა შეაფასოს", - ამბობს დარახველიძე. 

მისივე თმით, არავისთვის მიუთითებიათ Facebook პოსტის აღება, მაგრამ ყველა თანამშრომელს მოუწოდებენ ეთიკის კოდექსის შესაბამისად იმოქმედონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი