ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ში არასასურველი სტუმარია | რატომ არ მიიწვიეს საქართველოს პრემიერი ვილნიუსის სამიტზე

გამოქვეყნდა:

არასასურველი სტუმარი სამიტზე და უფსკრულის გაღრმავება ნატოსთან - ორი მთავარი გზავნილი საქართველოს შესახებ, რომლებზეც მსოფლიო მასშტაბის გერმანული გამოცემა წერს.

ფრანკფურტერ ალგემაინე აქვეყნებს სტატიას ვილნიუსის სამიტისა და მასში "ქართული ოცნების" ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ. მთავარ სკანდალზე გაზეთი ყოველგვარი მორიდების გარეშე აკეთებს აქცენტს და პირდაპირ ციტირებს ნატოს წარმომადგენელს, რომელმაც შეატყობინა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი არ იყო სასურველი სტუმარი სამიტზე.

ჟურნალისტს შეკრებილი აქვს ბოლო დროის ფაქტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკის ცვლილებას ადასტურებს, რამაც საბოლოო ჯამში, ფრანქფურტერ ალგემანეს შეფასებით, ნატოსა და საქართველოს დაშორება გამოიწვია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი