პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 5 არასრულწლოვანი მიგრანტი საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა Bliska ავრცელებს.
მიგრანტები სირიის მოქალაქეები არიან, რომლებიც სლოვაკეთში იძებნებოდნენ.
როგორც გამოცემა წერს, სასაზღვრო სამსახურის ოფიცრებმა ტარნოვში მანქანის გაჩერება სცადეს, რასა მძღოლი არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა, თუმცა საბოლოოდ ის პოლიციამ მაინც დააკავა.
მათივე ცნობით, პოლიციელებმა მიგრანტები სლოვაკურ მხარეს გადასცეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის დააკავეს.