"კიდევ ერთხელ გაირკვა, ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია" | კობახიძე ევროპარლამენტარებზე

გამოქვეყნდა:

"კიდევ ერთხელ გაირკვა, ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია", - ამის შესახებ "ქარული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და "მთავარი არხის" დამფუძნებლის სტრასბურგში, ევროპარლამენტში ვიზიტს ეხმაურება.

კიდევ ერთხელ გაირკვა ის, თუ ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია. ეს მანამდე ვიოლა ფონ კრამონმაც თქვა. წინასწარ ჰქონდა მასთან შეთანხმებული ეს სალომე ზურაბიშვილს. მათ ბევრად ადრე იცოდნენ შეწყალების თაობაზე, ვიდრე საზოგადოებამ გაიგო ამის შესახებ საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ხო, რომ ჩადის გვარამია ევროპარლამენტში და ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და ასევე, მეტყველებს ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ.

მე შეგახსენებთ, რომ გვარამია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ფუთავდა 2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას. ეს არის პირდაპირ ასოცირებული დამოუკიდებელ მედიაზე შეტევასთან. ასევე, მოგვიანებით, მისი საქმიანობა დაკავშირებულია, მაგალითად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გაძარცვასთან 7 მილიონი ლარით და ა.შ. და როდესაც ასეთ ადამიანს ხვდებიან, როგორც მედიის წარმომადგენელს, ეს მეტყველებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე მედიის თავისუფლების ფენომენის მიმართ, - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკა გვარამია ევროდეპუტატებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდა იყო, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი