"კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა... მაინტერესებს, იყო თუ არა ასეთი თხრობა მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში" | კრამონი

გამოქვეყნდა:

"კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა... მაინტერესებს, იყო თუ არა თხრობა მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს. ამ "ტვიტით" ის კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ "ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია".

"ის უბრალოდ ყოველდღიურად უმჯობესდება. როგორც ჩანს, კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა.  მაინტერესებს, იყო თუ არა თხრობის ასეთი სტილი მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში ან საიდან ისწავლა ეს. იქნებ ჯობია დიუსელდორფის უნივერსიტეტის გერმანელ პროფესორებთან გადავამოწმოთ", - წერს კრამონი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი