საქართველოს პრემიერმინისტრი მსოფლიო პოლიტიკის მიღმა. ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ანტიდასავლური პოზიციისა და ღიად პრორუსული განცხადებების გამო საერთაშორისო ასპარესზე ფაქტობრივად პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მართალია დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში, თუმცა, "ოცნების" მთავრობის მეთაურს უკვე ღიად მიუთითებენ, რომ მისი პოლიტიკური გავლენები რუსეთისა და პრორუსული ქვეყნების მიღმა არსად ვრცელდება.
საერთაშორისო სკანდალის გერმანულ გამოცემაში გაჟონვის შემდეგ კითხვები ნატოს ისტორიულ სამიტზე ღარიბაშვილის დაბლოკვასთან დაკავშირებით უკვე სახელმწიფო დეპარტამენტშიც ისმება. საერთაშორისო მედია ცდილობს გაარკვიოს, რა პერსპექტივები დარჩა საქართველოს მთავრობის მეთაურს მსოფლიო ლიდერებთან სამომავლო ურთიერთობისთვის.