"თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი შეიქმნება" | ''ვნუკოვოს" აეროპორტისა და "აზიმუტის" თანამფლობელი

გამოქვეყნდა:

''ვნუკოვოს" აეროპორტისა და ''აზიმუტი''-ის თანამესაკუთრემ, ვიტალი ვანცევმა განაცხადა, რომ თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის შეიქმნება სატრანზიტო ჰაბი, იმისთვის რომ მათ ევროპაში ფრენა შეძლონ. 

"თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი შეიქმნება, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ევროპაში ფრენა... "ჯორჯიან ეარვეისის" ჩვენი პარტნიორები რუსი მგზავრებისთვის ტრანზიტის კუთხით კარგ შეთავაზებებს აკეთებენ. ღია ფრენები ევროპაში - პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც პირდაპირი ფრენა ახლა დაკეტილია. შედეგად, რუსები მიიღებენ მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს თბილისში, სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ", - ამბობს ვანცევი და რუსებს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის გახშირებულ ფრენებს, ქართული ავიაკომპანიის მიერ ევროპის მიმართულებით, ახალი ჩარტერული რეისები ემატება. ახალი მიმართულებების დამატება რუსებისთვის ევროპაში გამარტივებული წესით მოხვედრას გულისხმობს.

ცნობისთვის,  მაისის შემდეგ რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას ხელი მოეწერა, თავად Azimuth და Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს დღეში ერთი რეისი ჰქონდათ. 5 ივლისიდან კი რუსულმა ავიაკომპანიამ მეორე ყოველდღიური რეისი დაიწყო, ქართულმა ავიაკომპანიამ კი 6 ივლისიდან კვირაში 4 დამატებითი რეისი დაამატა. 

აღსანიშნავია, რომ რუსულ ავიაკომპანიებს შენგენის ზონაში ფრენა, უკრაინაში სრულმაშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ეზღუდებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი