უსამართლობა და პოლიტიკური მტრობაა - ვოლსკი Georgian Airways-ის სანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინის მხრიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-სისთვის სანქციების დაწესებას უსამართლობას უწოდებს და ფიქრობს, რომ სანქციების დაწესება "უკრაინის პოლიტიკური მტრობის შედეგია".

"დემაგოგიაა, იმდენად რამდენადაც ევროპას შეუძლია შეუშვას, შეუძლია არ შეუშვას რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე, საიდანაც არ უნდა შევიდეს იგი.

4 თვითმფრინავიანი Georgian Airways დაასანქცირა უკრაინამ და ათეულობით თვითმფრინავი, რომელსაც განაგებს თურქეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა და რუსეთის მოქალაქეებს ატარებენ ნებისმიერი მიმართულებით, ეს არის უსამართლობა და გარდა ამისა, მე ვფიქრობ, არის პოლიტიკური მტრობა", - თქვა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, 1 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ​სანქციები დაუწესა. პერსონალური სანქციების სიაში მოხვდა კომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი