
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადას ერთობლივი მოთხოვნა უკვე შესულია, თუმცა პრეზიდენტი ჯერჯერობით დუმს. ზურაბიშვილმა სავარაუდოდ, უახლოეს საათებში უნდა მიწეროს უკრაინას ოფიციალური პასუხი, რას აპირებს და როგორ უპასუხებს უკრაინის მოთხოვნას.
უკრაინა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს - უკრაინის რადამ შესაბამისი რეზოლუცია გუშინ, 14 ივლისს მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
რეზოლუციის ადრესატები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიც არიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
ამავე თემაზე:
საერთაშორისო კოალიცია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად - უკრაინის რადამ ახალი ინიციატივა წამოიწყო